вторник, 24 февраля 2009 г.

ლევანი დამარქვა დედამ, რადგან ეს სახელი მოსწონდა. ჩემი სახელის ქართული ფორმაა - ლეონ-ისა, რაც ”ლომს” ნიშნავს.. ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ-ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეოს.ასეთია მაგალითად: ბერძნული ლეონ, ლათინური ლეო, გერმანული ლიოვე, რუსულად ლევ.... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი, იგი როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ ეს სახელი, რომ გავრცელებულიყოფილა ხალხში, მოწმობს მრავალი გვარი (ლომიძე, ლომსაძე, ლომიაშვილი, ლომოური და სხვა). საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით: ლეონ. მასვე უკავშირდება ლევ, ლეო და ლევან. აქედან წარმოშობილი გვარებია: ლეონიძე, ლევიძე, ლევიშვილი, ლევანიშვილი.

ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამეგრელოს მთავრების (დადიანების) საგვარეულო სახელად.

ამ სახელის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გვხვდება: ლევან ბერძენიშვილი, ლევან ვაშალომიძე, ლევან რამიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ლევან ბეჟაშვილი, ლევან ვეფხვაძე და სხვა.

ამ სახელს ატარებს ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლოვუდში მოღვაწეობს ლევან უჩანეიშვილი.

ლ-ამაზე
ე-ლეგანტური
ვ-ნებიანი
ა-მაყი
ნ-ორმალური